ტექნოპარკში Hardware Hackathon დაიწყო. 12 ივლისს მონაწილეებმა მიიღეს გამოწვევები და მათ 48 საათის განმავლობაში უნდა მოიფიქრონ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული იდეები და შექმნან ამ იდეებზე დაფუძნებული პროტოტიპები.
ჰაკათონის დასკვნითი ეტაპი 14 ივლისს 15:00 საათზე ჩატარდება, სადაც გამარჯვებულ გუნდებს პარტნიორი კომპანიები სხვადასხვა პრიზებით დაასაჩუქრებენ.