მომხმარებლის უსაფრთხოება აპლიაცია FaceApp-ის გამოყენებისას

FaceApp, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ისე iOS-ის მოწყობილობებზე, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით პოპულარულია. ის მომხმარებლებს “ასაკს უმატებს” და საშუალებას აძლევს, ნახოს, როგორი იქნება ათწლეულების შემდეგ.

FaceApp  რუსეთშია რეგისტრირებული. ის ქალაქ პეტერბურგში შეიქმნა, დამფუძნებელი კი იაროსლავ გონჩაროვია. აპლიკაციის შესახებ ბევრი კითხვა არსებობს, განსაკუთრებით კი მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. “სტარტაპების სივრცის მთელი ბიზნესმოდელი იღებს პერსონალური ინფორმაციის უზარმაზარ რაოდენობას, იმის ახსნის  გარეშე, თუ როგორ იქნება ის გამოყენებული მომავალში” – ამბობს აპლიკაციის შესახებ ტექნოლოგიების კომენტატორი Stilgherrian ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციას 2017 წლის ინტერვიუში.

წყარო – netgazeti

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *