“ტვიტერმა” სოციალური ქსელის ინტერფეისი განაახლა. როგორც ცნობილია, რედიზაინს Twitter-ის დიზაინის ჯგუფში ერთი წლის განმავლობაში ცდიდნენ. ამიერიდან, თითოეულ მომხმარებელს სოციალური ქსელის ინტერფეისი ავტომატურად განუახლდება.
ერთადერთი სამწუხარო ამბავი ამ სიახლესთან დაკავშირებით ის არის, რომ ტვიტების რედაქტირება არც ახალ ინტერფეისში შეეძლებათ მომხმარებლებს.