ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ონლაინპლატფორმა ,,რეფორმეტრმა“ დააჯილდოვა, როგორც პარტნიორი სახელმწიფო უწყება.
დაჯილდოების ცერემონიალამდე მულტიფუნქციურ ცენტრში „რესპუბლიკა“ პანელური დისკუსია გაიმართა და აღნიშნულ დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე დაესწრო.
პროექტს ახორციელებს ISET – ის კვლევითი ინსტიტუტი USAID G4G – ის მხარდაჭერით. ,,რეფორმეტრის“ მიზანია ეკონომიკური რეფორმების პროგრესის ანალიზი და რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.