ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა Huawei nova 5i Pro-თი გადაღებული პირველი ფოტო. ფოტოების სერია გადაღებულია მოწყობილობის წინა კამერით და წარმოაჩენს კამერის შესაძლებლობებს დაბალი განათების პირობებში.
ფოტოები გამოქვეყნებულია ჩინელი მსახიობის პირად გვერდზე სოციალურ ქსელ Weibo-ში. გოგონამ გადაიღო სელფების სერია Huawei nova 5i Pro-ს წინა კამერით, რომელზეც გააქტიურებულია ღამის სცენის ოპტიმიზაცია. სმარტფონი თავის დავალებას გაუმკლავდა: სურატზე შენარჩუნებულია როგორც სახის ასევე ფონის ხილვადობა.
TENAA-ს ჩანაწერებზე დაყრდნობით, სმარტფონს აქვს მეგაპიქსელიანი სელფი მოდული. მოწყობილობას ასევე ექნებვა კამერის ოთხი მოდული: 48, 8, 2 და 2 მეგაპიქსელებით. აღჭურვილი იქნება 6.26 დიუმიანი ეკრანით. ექნება პროცესორი Kirin 810.
ევროპულ ბაზარზე მოწყობილობა აგვისტოს ბოლოს შემოვა. ჩინეთში მოწყობილობა გაიყიდება სახელწოდებით Huawei Mate 30 Lite.