საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი ხდება – ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) დარეგისტრირებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრეს.

„საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი ხდება, რაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ფაქტობრივად დავასრულეთ ის მნიშვნელოვანი ეტაპი, რასაც ქვია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაცია ევროკავშირში. უკვე მესამე ორგანიზაციისგან მივიღეთ დასტური, რომ ჩვენ მიერ აკრედიტირებული ქართული პროგრამები ავტომატურად მოხდება ევროკავშირის ბაზებში. ყველა ის დიპლომი, რომელიც გაცემულია აკრედიტირებული პროგრამების ფარგლებში, უკვე ნიშნავს რომ აღიარებულია ევროპაში. როგორც იყალთოში განვაცხადეთ, ჩვენი უმთავრესი სტრატეგიაა უმაღლესი და მეცნიერების მიმართულებით ევროპულ სივრცეებში ინტეგრაცია, რაც ფაქტობრივად დასრულებულია. შემოდგომიდან ქართველი მეცნიერებისთვის და ორგანიზაციებისთვის ყველა კარი იქნება გახსნილი და მათ შეეძლებათ ისარგებლონ იმ სეკეთეებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნები სარგებლობენ“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა პრეზენტაციის წარდგენისას.

წინა სტატიაივლისის ProductTank-ზე მომხსენებლების სია ცნობილია
შემდეგი სტატიაინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველო ტოპ 50 ქვეყანას შორისაა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი