იუსტიციის მინისტრის მოადგილე – გოჩა ლორთქიფანიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრა აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე მოხდა.
მოზარდებისთვის მოეწყო სპეციალური საბავშვო ტრენინგები (Little Bits, Lego Robotics). ამასთანავე, მონაწილეებმა აგრეთვე მოისმინეს პრეზენტაცია მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციისა და ტექნოპარკის FABLAB-ში არსებული შესაძლებლობების შესახებ.