უკვე დიდი ხანია Android-ის ოპტიმიზაცია მისაღებზე მაღალ დონეზეა და Google-მა ეს წარმატებით შეძლო და ზოგერთ საკითხებში მან iOS-ზე უკეთესი შედეგებიც კი აჩვენა. მიუხედავად ამიას არიან დეველოპერები, რომლებიც თვლიან, რომ Android არ არის საუკეთესო საპოერაციო სისტემა მობილურებისთვის, რამდენადაც მას მხოლოდ ფლაგმანურ მოწყობილობებზე შეუძლია ფრიზებისა და შენელების გარეშე მუშაობა.
CloudMosa-ს დეველოპერებმა Kickstarter-ზე შეაგროვეს ფული, რომლითაც ახალი საოპერაციო სისტემის შექმნა დაიწყეს. ჩვენთვის ჩვეული პლატფორმებისგან განსხვავებით გამოთვლები სმარტფონის ნაცვლად ღრუბელში ხორციელდება და მოწყობილობის მონაცემებს არ ეყრდნობა. დეველოპერების ჩანაფიქრით Puffin OS მძიმე ამოცანებს უფრო სწრაფად შეასრულებს ვიდრე ამას Android საოპერაციო სისტემა აკეთებს. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ Nokia 1 და Redmi Go, რომლებზე ის (სატესტო რეჟიმში) 10-ჯერ უფრო სწრაფად მუშაობს ვიდრე Android Go.
Puffin OS-ის მუშაობისთვის საკმარისია მხოლოდ ინტერნეტთან სტაბილური კავშირი. დეველოპერები ამბობენ, რომ საჭიროპა მხოლოდ უწყვეტი კავშირი და არა სისწრაფე, რადგანაც ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. სტაბილური მუშაობისთვის გაჯეტს უნდა ქონდეს მინიმუმ 2,5 G (იგივე H+). კავშირის არქონის შემთხვევაში მომხმარებელს ექნება საბაზისო ფუნქციონალით სარგებლობით საშუალება, როგორიცაა ზარების განხორციელება და SMS სერვისი.
მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე არ აქვთ საკუთარი აპლიკაციების კატალოგი, იგეგმება მისი შექმნა ხოლო პროგრამები PWA სტანდარტთან შესაბამისობაში იქნება. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ აპლიკაციების როლს ჩვეულებრივი ვებ-სატიტები შეასრულებენ, რომლებიც საერთოდ არ არის საჭირო, რომ მოწყობილობაში გადმოვწეროთ, მათთვის ბრაუზერიც საკმარისია.
PWA-ზე უკვე გადავიდა ბევრი პოპულარული სერვისი და სოციალური ქსელი, როგორიცაა Instagram, Twitter და Telegram, თავსებადობის პრობლემები უმრავლესობა სერვისებთან არ უნდა შეიქმნას. თუმცა გაუგებარია თუ როგორ გაუშვებს PuffinOS თამაშებს. არ არის გამორიცხული, რომ მან მძიმე თამაშები საერთოდ ვერ გაუშვას. შესაძლოა რომელიმე თამაშების სტრიმინგ სერვისიც ჩაერთოს პროექტის განვითარებაში.
PuffinOS-ის იდეა საკმაოდ ჯანსაღია და თუ თამაშებისა და აპლიკაციების ღრუბლებში გადატანა შესაძლებელია, რატომ არ შეიძლება იგივე გაკეთდეს საოპერაციო სისტემის შემთხვევაში. ინტერნეტის გარეშე PuffinOS მოწყობილობები პრაქტიკულად უძლური არიან იგივე შეიძლება ითქვას Android მოწყობილობებზეც, რომლებიც ასევე დიდად გამოსადეგი არ არის ქსელის გარეშე.