Windows 95, Windows XP, Windows 7 და ბოლოს Windows 10 – ყოველი ახალი ვერსია ახალ ფუნქციონალს და სამომხმარებლო ინტერფეისის ელემენტებს გვთავაზობს. უახლოეს მომავალში ჩვენს ცხოვრებაში შემოვა კეცვადი სმარტფონები, ორ-ეკრანიანი ნოუთბუქები, ექსპერიმენტული ფორმ-ფაქტორები და რა თმა უნდა Windows-ის ახალი ვერსია, რომლის შესახებაც ჭორებმა უკვე გადაავსო ინტერნეტი.

Windows Core OS – მაიკროსოფტის ახალი ერთიანი უნივერსალური საოპერაციო სისტემა იქნება ყველა მოწყობილობისთვის, როგორიცაა სმარტფონები, დესკტოპები, ჩაფხუტები და ა. შ. ის ასევე უფრო მსუბუქი და უფრო ეფექტური იქნება ვიდრე Windows 10-ის უწინდელი პლატფორმების გაერთიანების მცდელობები

რა არის Windows Core OS

Windows Core OS არ იქნება Windows 10-ის განახლება ან გაგრძელება. ჭორებს თუ გადავხედავთ ეს სრულიად ახალი საოპერაციო სისტემა იქნება ახალი ტიპის მოწყობილობებისთვის, როგორიცაა საიდუმლოებებით მოცული Surface Centaurus ან Lenovo-ს კეცვადი OLED ThinkPad. ის ასევე გაიყიდება კომმპიუტერების მწარმოებლებზე და მომხმარებლებზე, როგორც Windows 10-ის მსუბუქი ალტერნატივა.

საოპერაციო სისტემა C-Shell-ზე იქნება დაფუძნებული, რაც სხვა და სხვა ტიპის მოწყობილობებთან შესაბამისობაში გარდაქმნის სამომხმარებლო ინტერფეისს. საუბარია უკვე ცნობილ გამოცდილებაზე, როცა Surface Pro კლავიატურის მოხსნისთანავე რეალურ დროში ადაპტირდება პლანშეტურ რეჟიმში სადაც ინტერფეისი მორგებულია სენსორულ ეკრანთან ინტერაქციაზე.

რა ბედი ელის Windows 10-ს? – რა თქმა უნდა მისი განვითარება Core OS-ის პარალელურად გაგრძელდება. ახალი საოეპრაციო სისტემა მორგებული იქნება უფრო ისეთ ამოცანებზე, რომლებისთვისაც დღეს Chromebook-ები და iPad გამოიყენება, ხოლო Windows 10-ის მოხმარების სფერო უფრო პროგრამისტებზე, კონტენტის შემქმნელებზე და გეიმერებზე იქნება ორიენტირებული.

მაიკროსოფტის LinkedIn-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების თანახმად Core OS-ზე შესაძლებელი იქნება კლასიკური .exe და Win32 პროგრამების გაშვება, როგორიცაა Google Chrome. შესაძლოა ახალი სისტემა Android აპლიკაციებთანაც გახდეს თავსებადი, რის შესახებაც Forbes გვატყობინებს.

Core OS-ის ვარიანტები

გავრცელებული ჭორების თანახმად Core OS-ის სამი სპეციფიური ვერსია გამოვა: Santorini, Aruba და Oasis. Aruba და Oasis მაიკროსოფტმა საჯაროდ აჩვენა მოამვალი მოწყობილობების პრეზენტაციისას მიუხედავად იმისა, რომ კოდური დასახელებების შესახებ მათ არაფერი უთქვამთ. ყოველი ვერსია მოდულური იქნება და მოწყობილობისთვის სპეციფიური კომპონენტები ექნება, თუმცა იქნება საერთო მოდულებიც, როგორიცაა სტარტ-მენიუ.

Santorini – ყველაზე გავრცელებული და ფართო სპექტრისთვის განკუთვნილი ვარიანტი იქნება. ის მომავალი ლეპტოპებისა და კეცვადი მოწყობილობებისთვის შეიქმნება. მას ახლი სამომხმარებლო ინტერფეისი და ცენტრირებული სტარტ-მენიუ ექნება, რომელიც Chrome OS-ის მსგავსი იქნება.

Aruba – უფრო კოლაბორაციული მოწყობილობებისთვის იქნება მორგებული. Core OS-ის ამ ვერსიაში ყურადღება საოფისე აპლიკაციებზე და თეთრი დაფის ფუნქციონალზე იქნება გადატანილი.

Oasis – ამ ვარიანტში კომპანია ფოკუსს Holo Lens-ზე და მის მსგავს მოწყობილობებზე გააკეთებს. Windows Mixed Reality მოწყობილობებში იქნება ჰოლოგრამები, ჰოლოგრაფიული კლავიატურა და სხვა აუგმენტური რეალობის ინსტრუმენტები იქნება შემოთავაზებული.

როდის?

მაიკროსოფტმა უკვე გვაჩვენა Core OS-ზე მომუშავე ორი მოწყობილობა, თუმცა ახალი საოპერაციო სისტემის გამოშვების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. ძელია ვივარაუდოთ თუ როდის გამოვა Core OS, რადგანაც მის შესახებ კომპანიის ყოველწლიურ კონფერენციაზეც კი არ უთქვამთ არაფერი მიმდინარე წლის მაისში. ერთადერთი რაც არის ეს მაიკროსოფტის თანამშრომლების LinkedIn პროფაილებია სადაც პროექტის შესახებ გაილევებს ხოლმე ინფორმაცია, რაც ახალ სისტემაზე მუშაობის პროცესს ადასტურებს მხოლოდ.

რაც მთავარია Core OS რეალურია და ის აუცილებლად გამოვა, მანამდე კი დაველოდოთ ოქტომბრის ღონისძიებას, რომელზეც ახალ Surface მოწყობილობებს ვიხილავთ და შესაძლოა უფრო მეტი გავიგოთ მომავლის საოპერაციო სისტემის შესახებ.

წინა სტატიაუფასო ტრეინინგების სერია ტურიზმის, კვების ობიექტებისა და გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლებსთვის
შემდეგი სტატიამაღაზიათა ქსელი Supreme მობილურს უშვებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი