iFixit-ის სპეციალისტებმა დაშალეს Google-ის პირველი სმარტფონის ზომით დიდი ვერსია Pixel XL, რის შედეგაცდაც მან მაღალი შეფასება მიიღო, რაც მის მაღალ შეკეთებადობაზე მეტყველებს.
Pixel-ისა და Pixel XL-ის წარმოებაში ეჭვმიტანილი კომპანია HTC იყო და ეს დადასტურდა, რადგაც მათი ლოგოტიპი არ იყო გამოსახული სმარტფონის კორპუსზე მსგავსად Nexus მოწყობილობებისა. ტაივანელებმა Google-ისთვის მხოლოდ 3450 მილიამპერიანი აკუმლატორი შექმნეს. Samsung-მა Google-ს ეკრანი, LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება და ჩაშენებული UFS 2.0 ფლეშ მეხსიერება მიაწოდა.
დადებითი თვისებებიდან iFixit-ის სპეციალისტებმა აღნიშნეს კომპონენტების მოდულური კონსტრუქცია. წინა კამერა, მიკროფოი და USB Type-C პორტის გამოცვლა საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას.
შედეგად Pixel XL-მა მიიღო 10-დან 6 ბალი შეკეთებადობის შეფასებაში iFixit-ის შკალით. შედარებისთვის: iPhone 7 Plus-ის შემთხვევაში ეს 7 ბალია, ხოლო Samsung Galaxy Note 7-მა სულ რაღაც 4 ბალი აიღო კონსტრუქციული პრობლემების გამო.