10 სექტემბერს ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა პრეზენტაცია თბილისის დროით 21:00 საათზე კალიფორნიის ქალაქ კუპერტინოში, სტივ ჯობსის თეატრში გამართა.
პრეზენტაციიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალი სმარტფონების წარდგენა იყო.
Apple-მა საკუთარი სმარტფონის სრულიად განახლებული მოდელები — iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max წარადგინა. ეს მოდელები ყველა სხვა დევაისისგან იმითაა გამორჩეული, რომ რაც შეიძლება სრულყოფილი ფოტოს გადასაღებად არც მეტი, არც ნაკლები სამი კამერა აქვს – სწორედ ეს უკანასკნელი გახდა იმ ადამიანების საშინელი გაღიზიანების მიზეზი, ვისაც ტრიპოფობია აქვს.
ტრიპოფობია ერთად თავმოყრილი პატარა ხვრელების მიმართ შიშს ნიშნავს, რომლებიც ადამიანებში ზიზღსა და საფრთხის შეგრძნებას იწვევენ.