19-20 სექტემბერს ტექნოპარკში ტრენინგი: ,,კიბერუსაფრთხოების საფუძვლები საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის’’ ჩატარდება, რომელსაც ტრენერი: ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელი გაუძღვება.
“სამთავრობო სტრუქტურაში დასაქმებულ პირს უწევს სენსიტიური ინფორმაციის შემცველ სახელმწიფო ქსელებთან შეხება. ეს ქსელები წარმოადგენს პოლიტიკურად თუ ფინანსურად მოტივირებული კრიმინალის სამიზნეს. მიუხედავად სახელმწიფო უწყებების მიერ გატარებული ინფორმაციის დაცვის ტექნიკური ღონისძიებებისა, მომხმარებელის შეცდომას შეუძლია კოლოსალური მატერიალური თუ რეპუტაციული ზარალის გამოწვევა, ამდენად, მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში დასაქმებულ მომხმარებელს გააჩნდეს გაცნობიერებული ჩვევები, რაც დაეხმარება მას ინფრომაციის დაცვის არატექნიკურ უზრუნველყოფაში.”
რეგისტრაციისთვის – https://bit.ly/2lXlnGJ