თუ ხარ 11-13 წლის, გაინტერესებს როგორ იქმნება თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობები, გინდა თავად ჩაატარო ექსპერიმენტები და შექმნა ინოვაციური ტექნიკა, Impact Hub Tbilisi, ელიტ ელექტრონიქსთან ერთად იწყებს „მოკლე ჩართვას“-  ელექტროინჟინერიის სამთვიან კურსს.

შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, კვირა დღეს, 3 საათიდან 5 საათამდე, ფაბრიკაში (მისამართი: ნინოშვილის ქუჩა #8). პირველი შეხვედრა კი ჩატარდება 13 ოქტომბერს.

კურსი მიზნად ისახავს ინოვაციების მიმართ სასკოლო ასაკის ბავშვებში ინტერესის გაღვივებას და მათთვის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გზით ელექტროინჟინერიის შესწავლას. კურსის განმავლობაში ბავშვები აითვისებენ ელექტრულ სქემებს, ელექტრო კომპონენტებს, გაეცნობიან თანამედროვე ტექნიკის, გაჯეტების, რობოტების შექმნის ისტორიას და მუშაობის პრინციპებს.

წინა სტატიაTouch-ი საუკეთესო სტარტაპებს ეძებს
შემდეგი სტატიაამაზონმა Alexa-სთვის Text to Speech მოდელი წარადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი