დღესაა CorelDraw-ის უფასო კურსების რეგისტრაციის ბოლო ვადა

CorelDraw-ის უფასო კურსების რეგისტრაციის ბოლო ვადა 27 სექტემბერია. აღნიშნულ კურსს თელავის ტექნოპარკი აცხადებს.

სასწავლო კურსი ითვალისწინებს:

  1. ვექტორული ობიექტების შექმნა რედაქტირება.
  2. ფოტოგამოსახულების ვექტორებში გადაყვანა და დამუშავება.
  3. ლოგოტიპების, სარეკლამო აბრების, ბანერების, ფლაერების და სხვა ბეჭდვითი მედიის ორიგინალ მაკეტების შექმნა.
  4. მხატვრული ეფექტების, ფერთა ტონალობების სწორად შერჩევა.
  5. ფილტრების, ფენების და ნიღბების პროფესიონალური გამოყენება.

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ფაბლაბში წარმოდგენილ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე სამუშაოდ შესაბამისი ნახაზების შექმნას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *