კომპანიამ ასევე წარმოადგინა 15 დიუმიანი Surface Laptop 3, რომელსაც USB-C პორტი აქვს და ადვილად იშლება რემონტისთვის, უკაბელო ყურსასმენები Surface Earpods და განაახლა კლასიკური Surface Pro.
Surface Laptop 3
- ორი ვერსია – ეკრანით 13,5 და 15 დიუმით.
- 13,5 დიუმიან ვერსიაში გამოიყენება Intel-ის მე-10 თაობის პროცესორი, ხოლო 15 დიუმიან ვერსიაში AMD Ryzen 5 და Ryzen 7 Surface Edition. AMD აცხადებს, რომ ესენი ყველაზე სწრაფი პროცესორებია ნოთუთბუქებისთვის.
- სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა, რომელიც ნოუთბუქებს 80%-მდე 1 საათში ავსებს.
- ლეპტოპები შეგიძლიათ მარტივად დაშალოთ და შეცვალოთ M.2 SSD დისკები, თუმცა თვითნებური რემონტი არ არის რეკომენდებული.
- არის USB-C მხარდაჭერა, რომელიც Surface Laptop-ის წინა მოდელებში არ გვხვდებოდა.
- ტრეკპადი 20%-ით გაიზარდა წინა მოდელთან შედარებით.
- გამოჩნდა ნოუთბუქის ვერსია ალუმინის კორპუსით, ნაცვლად ტრადიციული ალკანტარასი. ალკანტარა შენარჩუნდა ვერცხლისფერ და ცისფერ 13 დიუმიან მოდლებში.
- მუშაობის დრო – 11,5 საათამდე.
13,5 დიუმიანი მოდელის ფასი 999$ ღირს ხოლო 15 დიუმიანი მოდელის ფასი 1199$ დაგიჯდებათ.
Surface Pro 7
- დაემატა USB-C მხარდაჭერა
- პლანშეტი მუშაობს Intel-ის მე-10 თაობის Core i3, i5 და i7 პროცესორებზე.
- განახლდა მიკროფონები. Microsoft ამბობს, რომ მათი ხარისხი სტუდიურია და შესაძლებელია ხარისხიანად გარდაიქმნას საუბარი ტექსტში საოფისე აპლიკაციებში, სრულად ავტომატურად.
საბაზისო მოდელი 4 გიგაბაიტი ოპერატიული და 128 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით 749$ იქნება.
Surface Earbuds
- Microsoft-ის პირველი უკაბელო ყურსაცვამები
- ჟესთებით მართვა
- ხმაურის შემცირება
- ორმაგი მიმართული მიკროფონი საუბრის ამოცნობისთვის
- ავტონომიური მუშაობა ქეისთან ერთად 24 საათი.
- საუბრის ავტომატური თარგმნა 60 ენიდან.
- Office-ის მხარდაჭერა – ყურსასმენები ავტომატურად წაიკითხავენ PowerPoint-ის სლაიდის აღწერას და მათ შორის გადართვას.
სიახლის ღირებულებაა 249$
Surface Pro X
- 13 დიუმიანი PixelSense ეკრანი 3:2 შეფარდებით. გარჩევადობა 2880×1920, 267 PPI, 1400:1 კონტრასტულობა.
- Microsoft-ის განცხადებით Surface Pro X-ის ჩარჩოები უფრო პატარაა ვიდრე ნებისმიერ არსებულ ლეპტოპზე.
- Surface Pro X მუშაობს Microsoft SQ1 პლატფორმაზე, რომელიც მათ Qualcomm-თან ერთად Snapdragon 8cx-ის ტექნოლოგიებით და Microsoft-ის მიერ შექმნილი ჩიპით ხელოვნური ინტელექტისთვის. მოწყობილობა 3-ჯერ უფრო სწრაფია Surface Pro 6-ზე.
- გრაფიკული პროცესორიც ორი კომპანიის კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა. Windows 10-ზე ARM პროცესორისთვის მისი წარმადობა 2 ტერაფლოპსია.
- LTE და სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა.
- შესაძლებელია M2 SSD საცავის შეცვლა.
- ახალი სტილუსი Surface Pen Slim – კლავიატურის ზედა ნაწილში იმუხტება.
- Pro X-ზე მუშაობს სისტემა, რომელიც Windows-ის სრული ვერსიის მსგავსია და დისკომფორტს არ იწვევს.
- 13 საათამდე ავტონომიური მუშაობა. მოწყობილობა 80%-მდე ერთ საათში იმუხტება.
- ყველაზე თხელ ადგილას მოწყობილობის სისქე 5.3 მმ-ია. წონა 760 გრამი.
მოწყობილობა 999$ დაგიჯდებათ.
Surface Neo
- Microsoft-ის პირველი მოწყობილობა ორი 9 დიუმიანი ეკრანით.
- Intel Lakefield პროცესორი, ჰიბრიდული ორეკრანიანი მოწყობილობისათვის.
- მუშაობს Windows 10-ის სპეციალურ ვერსიაზე ორეკრანიანი მოწყობილობებისთვის – Windows 10X. მას აქვს სამაგიდო win32 აპლიკაციების მხარდაჭერა კონტეინერების საშუალებით, რომ არ მოხდეს ზედმეტი ენერგიის მოხმარება.
- მოხმარებელი შეძლებს იმუშაოს, როგორც ერთ აპლიკაციასთან ორ ეკრანზე, ასევე შესაძლებელი იქნება სხვადა სხვა ალიკაციების ცალ ცალკე ეკრანებზე გაშვება.
- არის USB-C მხარდაჭერა, სტილუსი და კლავიატურა, რომელიც ცალკეული ეკრანის ნახევარი ზომისაა.
- კლავიატუურის მიერთებისთვის საკმარისია მისი განთავზება ერთ-ერთ ეკრაზე და ის ავტომატურად ამოუშავდება. დანარჩენი ეკრანის ნაწილი ჭკვიანი თაჩპედის რეჟიმში იწყებს მუსაობას.
- მოწყობილობა 655 გრამს იწონის.
Surface Duo
- ეს ახალი სმარფონია, რომელიც Surface ხაზის ფარგლებში გამოვიდა
- ის ძალიან გავს წიგნაკს ორი 5,6 დიუმიანი ეკრანით შიგნით, რომლის გახსნაც შესაძლებელია ისე,რ ომ ეკრანები გარეთ აღმოჩნდეს.
- სისტემა მუშაობს Android-ის ბაზაზე, რომელსაც Windows 10X-ის მსგავსი სამომხამრებლო ინტერფეისი აქვს.
- Duo-ში ჩაშენებულია Snapdragon 855 პროცესორი, ხოლო მისი დანარჩენი ტექნიკური დეტალები ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია.
- უცნობია ექნება თუ არა მას კამერა უკანა მხარეს.
- სიახლის გამოსვლა 2020 წლის საშობაო დღესასწაულებისთვისაა დაგეგმილი.