polaroid-მა ინოვაციური ფოტო პრინტერი გამოუშვა, რომელიც ფოტოს პირდაპირ მობილური ტელეფონის ეკრანიდან აფიქსირებს და ბეჭდავს. Polaroid Lab – ასე ჰქვია მოწყობილობას, რომელზეც მობილური მოწყობილობა მაგრდება. ის გაყიდვაში 10 ოქტომბერს ჩაეშვა და ამ დროისთვის მისი ფასი 130 დოლარია.
გასათვალისწინებელი, რომ დასაბეჭდად შერჩეული ფოტო, Polaroid Lab-ისათვის განკუთვნილ აპლიკაციაში უნდა გახსნას მომხმარებელმა და შემდეგ ამოაპრინტეროს.