ინსტაგრამზე ჯენიფერ ენისტონი დარეგისტრირდა

სერიალ Friends-ის ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი ინსტაგრამზე დარეგისტრირდა. “და ჩვენ უკვე ინსტაგრამზეც ვმეგობრობთ, გამარჯობა”, — წერს მსახიობი სელფის აღწერაში.

დარეგისტრირებისთანავე რეიჩელ გირინის როლის შემსრულებელმა ფანებს სერიალ მეგობრების მსახიობებთან – კორტნი კოქსთან, ლიზა კუდროუსთან, დევიდ შვიმერთან, მეთ ლებლანკთან და მეთიუ პერისთან ერთად გადაღებული ფოტო გაუზიარა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *