ბრიტანეთში, ქმარმა ცოლის თითის ანაბეჭდით დაბლოკილი Galaxy S10 თვითონ გახსნა. შემდეგ კი როგორც აღმოჩნდა, Galaxy S10-ზე ბლოკს ყველა თითის ანაბეჭდი ხსნის. Samsung-ის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნულ პრობლემას კომპანია მალე გადაჭრის, რადგან ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
BBC-ის ინფორმაციით, „სმარტფონის“ სკანერი ულტრაბგერების საშუალებით აღიქვამს ნებისმიერი თითის ბალიშს და ხნის ტელეფონს ბლოკს.