ტექნოპარკში ორდღიანი ტრენინგი ,,კიბერუსაფრთხოება პედაგოგებისთვის“ მიმდინარეობს.
ტრეინინგის მონაწილეები ისეთ თემებს განიხილავენ, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოების ტენდენციები დღევანდელ მსოფლიოში, კიბერბულინგი, კიბერძალადობა, საკანონმდებლო მდგომარეობა და სხვ.
ტრენინგის მიზანია, ხელი შეუწყოს მასწავლებლებს, გადასცენ ბავშვებს ძირითადი ცოდნა კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის, ასევე კიბერბულინგისაგან თავდაცვის შესახებ.