ქართველმა სტუდენტებმა “ფაუერ ბანკი” შექმნეს

რამაზ ჯავახიშვილმა და გიორგი ჯიქიძემ სწრაფი დატენვის ფუნქციის მქონე დამტენი ე. წ. “ფაუერ ბანკი” შექმნეს. ამ დროისთვის “ფაუერ ბანკის” მხოლოდ პროტოტიპი არსებობს. სტუდენტების თქმით, ჩინურ კომპანიასთან – JLCPCB-თან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, წარმოება კი სულ რამდენიმე თვეში დაიწყება.

“პროდუქტის ექსპორტზე გატანასაც ვგეგმავთ. ეს მსოფლიო დონის პროდუქტია და მასზე მოთხოვნა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში იქნება” -აცხადებს ჯავახიშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *