რუსეთში ინტერნეტთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები მიიღეს. ახალი კანონი ინტერნეტთან და მის გამოყენებასთან დაკავშირებით, გარკვეული ტიპის რეგულაციებს აწესებს. საერთაშორისო მედია და არამხოლოდ, უკვე რამდენიმე თვეა განიხილავს რუსეთის ინიციატივას – ე.წ. “გლობალური ინტერნეტიდან გამოთიშვის” შესახებ.
როგორც კრემლის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რეგულაციები მხოლოდ კიბერ უსაფრთხოებას გააძლიერებს და რიგით ინტერნეტის მომხმარებლებს არ შეაწუხებს.