LG დაიწყო Android 7.0-ის მიწოდება მისი მოდულური G5 სმარტფონისთვის სამხრეთ კორეაში და ამით პირველი კომპანია გახდა მათ შორის ვინც უკვე არსებულ მოწყობილობაზე Marshmallow-დან Nougat-ზე განხლება გამოუშვა. რა თქმა უნდა LG ასევე პირველია ახალი სმარტფონით LG V20, რომელიც პირდაპირ უახლესი საოპერაციო სისტემით გამოვიდა.
რა თქმა უნდა ჯერ-ჯერობით განახლება მხოლოდ კორეელ მომხმარებლებს მიუვიდათ. LG ამბობს, რომ მომხმარებლები აზიაში, ევროპაში და ამერიკაში ამ განახლებას რამდენიმე კვირის განმავლობაში მიიღებენ და ეს მათ მობილურ ოპერატორებზეა დამოკიდებული. კორეული განახლება იმაზეც მოწმობს, რომ LG-ს არანაირი ტექნიკური პრობლემა არ შექმნია G5-ის განახლებისას და ძალიან მალე Nougat-ს კიდევ ერთი სმარტფონი შეემატება.