“იცოდი, რომ საქართველოში ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია? რატომ ხდება, რომ ზოგჯერ, ჩვენს ქვეყანაში, ოჯახები გოგონასთან შედარებით, ვაჟის ყოლას ამჯობინებენ?”
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ჰაკათონი The Future Is Equal! ტარდება. ჰაკათონი ეხმიანება ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიას. ღონისძიება იმართება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ, გლობალური პროგრამის (2017-2019) „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორცილედება ევროკავშირის მხარდაჭერით.
ჰაკათონზე დასარეგისტრირებლად უნდა შეავსოთ მოცემული ფორმა 20 ნოემბრამდე და დაელოდოთ პასუხს მეილზე: http://bit.ly/TheFutureIsEqual