კომპანია „ეფლი“ რუსეთის მოთხოვნებს დაემორჩილა და რუკაზე ყირიმი რუსეთის ტერიტორიად მიუთითა. „ეფლის“ ცვლილებას კიევში მწვავე კრიტიკით შეხვდნენ. “Apple-ს უკრაინის ტკივილი არ ადარდებს”, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნულ ფაქტს.
თუ რუსეთის ტერიტორიაზე ეფლის რუკაში ან ამინდის აპლიკაციაში ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლს ჩაწერთ, ეკრანზე დაეწერება: სიმფეროპოლი, ყირიმი, რუსეთი. შესაბამისად, ამიერიდან 2014 წელს რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ნახევარკუნძული „ეფლის“ აპლიკაციებში რუსეთის ფედერაციის ნაწილად არის აღნიშნული.