ყვარელში სტუდენტებისთვის ინოვაციური სტარტაპების ბანაკი გაიხსნა. ბანაკის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ ახალგაზრდებში STEM-ის შესახებ ცნობიერებისა და ცნობადობის გაზრდას.
ლექციები ძირითადად დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის, რობოტიქსის, ინტერნეტის, ფინტექის საკითხებს.ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის ოთხ დღეს გაგრძელდება. ბანაკის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ოთხდღიანი “ბუთქემფი” მსოფლიო ბანკის ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.