პირველად საქართველოში ევრაზიის სტარტაპ ჯილდოს რეგიონალური ფინალი ჩატარდა. სპარკის თანაორგანიზებით 300-მდე საერთაშორისო ეკოსისტემის წარმომადგენელმა გრიბოედოვის თეატრში მოიყარა თავი.
სპარკი თბილისის მერიის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტია. თბილისის ბიზნეს აქსელერატორი პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შეიქმნა და ბიზნესის განვითარების სპეციალურ უფასო პროგრამებს სთავაზობს იმ ბენეფიციარებს, რომლებსაც რეგისტრირებული საწარმოები აქვთ ან უკვე ფუნქციონირებენ თბილისში.