მობილური ტექნოლოგიების მწარმოებელმა კომპანიამ Motorola კიდევ ერთი ახალი სმარტფონი გამოუშვა, სახელწოდებით One Hyper. One Hyper-ს სელფის კამერა გამოარჩევს, სხვა მახასიათებლებთან ერთად, რომელიც სმარტფონის კორპუსიდან ამოდის.
One Hyper-ს 128GB შიდა მეხსიერება და 4GB ოპერაციული მეხსიერება (RAM) აქვს. მისი ბატარეა, უწყვეტი მუშაობის პირობებში, 38 საათს ძლებს, მობილური ტელეფონის ფასი კი 399 დოლარია.