კომპანია Apis Cor-მა დუბაიში ორსართულიანი შენობა აასრულა. სახლის სიმაღლე 9,5 მეტრია, საერთო ფართობი კი 640 კვადრატული მეტრი. ეს 3D პრინტერით დამზადებული ყველაზე დიდი ნაგებობაა მსოფლიოში. კომპანია Apis Cor-ს მშენებლობისათვის სამი კვირა დასჭირდა.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, 3D სამშენებლო ტექნოლოგია განვითარების საწყის ეტაპზეა, შესაბამისად, აღნიშნული მშენებლობა კომპანიისთვის კარგი შანსია, რომ სამომავლოდ დიდი გამოცდილება შეიძინოს.