Deepfake-ები კომპიუტერის მიერ შექმნილი ვიდეოებია, რომლებიც რეალურთან მაქსიმალურადაა მიახლოებული. ადამიანების უმრავლესობას უჭირს დაადგინოს რეალურია თუ არა ის. სწორედ ამიტომ, ფეისბუკმა განაცხადა, რომ კომპანია პლატფორმაზე ხელოვნური ინტელექტის მიერ მოდიფიცირებულ და გაყალბებულ ვიდეოებს, ე.წ. Deepfake-ებს კრძალავს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მსგავს ვიდეოებს აქვთ პოტენციალი, რომ მომხმარებლებს სხვადასხვა საკითხზე არასწორი წარმოდგენები შეუქმნან.