ტექნოპარკში ინოვაციურ შესყიდვებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის ტვინინგის პროექტის “საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაძლიერება” ფარგლებში განხორციელდა და ის საქართველოს შესყიდვების სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს სამომავლოდ სახელმწიფო შესყიდვებში ინოვაციების დანერგვასა და სტარტაპთა ჩართულობას ამ მიმართულებით. რაც სამომავლოდ გამოიწვევს ერთის მხრივ პროცედურების გამარტივებას, ხოლო მეორეს მხრივ მოხდება კერძო სექტორის წახალისება.