მიკრო-ბლოგინგ პლატფორმა, Twitter-მა შეიძინა კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია Chroma Labs, რომელიც გვთავაზობს მოკლემეტრაჟიანი ვიდეოს და ფოტოს შექმნის ხელსაწყოებს. Chroma Labs დაფუძნებულია Facebook-ისა და Instagram-ის შვიდი თანამშრომლისგან 2018 წელს. სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გამოიყენოს მრავალფეროვანი ჩარჩოები და ეფექტები კოლაჟების შესაქმნელად, რომელთა დაპოსტვას Insgram Story-სა თუ Snapchat-ში შეძლებს.