GITA – ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია. პროგრამის ფარგლებში სულ 20 გამარჯვებული გამოვლინდა, თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა.
გამარჯვებული სტარტაპები არიან:
• Freeze Tea – პრემიუმ ხარისხის გაყინული ჩაის ინოვაციური საწარმო
• Multifunctional Self-cleaning Window – დისტანციურად მართვადი, თვითმწმენდი ვიტრაჟული ფანჯრების აწყობა და რეალიზაცია
• H&Z – ფუტკრების დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა, ჰომეოპათიური საშუალებებით როგორც ანტიბიოტიკების ალტერნატივა
• Dataninja – ონლაინ პლატფორმა, რომელიც აერთიანებს რეკლამის და ვებ გვერდის მართვის ინსტრუმენტებს
• Kernel – ფინანსური მართვის ონლაინ პლატფორმა დამწყები ბიზნესებისთვის
• Smart-Aeroponics – სოფლის მეურნეობის პროდუქტის მწარმოებელი ინოვაციური სასათბურე მეურნეობა
• Healthy snacks points – ინოვაციური, ჯანსაღი სნექების/სასმელების კომპანია
• Multi – ძირითადი საშუალებების და მარაგების ინვენტარიზაცია ინოვაციური მეთოდით
• TYPLINE – სამედიცინო მომსახურების შერჩევისა და რიგის მართვის ონლაინ პლატფორმა
• 20.ge – ინოვაციური სასაჩუქრე პლატფორმა
• Zapa – ინოვაცია ელექტრონულ კომერციაში ინფორმაციის მოძიების გამარტივების მიზნით
• Atime.io – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დროის დაგეგმვის საშუალება დისტანციური მუშაკებისთვის
• ANALYTICSON – რეკლამა და რეტარგეტინგი – ახალი პლატფორმა
• Wenu – ჰორეკა ბაზარზე არსებული ქაღალდის მენიუების გაციფრულება
• Ourwedding – პლატფორმა საქორწილო საჩუქრების სიის გენერირებისთვის, რომელიც გაზიარებული იქნება სტუმრებთან
• Multilingual Spellchecker – მრავალენოვანი ,,სპელჩეკერი“, რომელიც თავსებადი იქნება სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამასთან
• MyNannyServices – ძიძების დაქირავების ვირტუალური სივრცე
• Gymstinct – მცირე და საშუალო ზომის ფიტნეს/ველნეს ბიზნესის მართვა ღრუბლოვანი ERP სისტემის და ჭკვიანი მოწყობილობების გამოყენებით
• SoloMoney – ,,ბარათიდან ბარათზე” და ,,ქეშით ბარათზე“ გადახდების ახალი სისტემა
• Transcorder Optime – პროექტის ამოცანაა შეიქმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც ,,ვიდეო ტრანსკოდინგის“ ოპტიმიზაციას მოახდენს, რათა შემცირდეს ვიდეო კონტენტის დამუშავების დრო და საჭირო აპარატურის ხარჯი.