Facebook-მა განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ რეკლამებს დაბლოკავს. სოციალური ქსელის თქმით, წაიშლება ყველა ის რეკლამა, რომელიც ქმნის აზრს, რომ თითქოს აირწინაღები, პირბადეები თუ სხვა ჰიგიენური ნივთები თავდება და მათი გამოწერა სასწრაფოა.
რეკლამების დაბლოკვა ამ კვირაში დაიწყო. თუმცა, ფეისბუქს შეცდომაში შემყვანი რეკლამები აქამდეც დაუბლოკავს.