64 წლის ამერიკელი ექსტრემალი პილოტი და ბრტყელი დედამიწის თეორიის მიმდევარი მაიკ ჰიუზი თავისივე შექმნილმა რაკეტამ იმსხვერპლა. შემთხვევა ტელეარხ Science-ის ახალი დოკუმენტური სერიალის “თვითნასწავლი ასტრონავტები” გადაღებისას, კალიფორნიის უდაბნოში მოხდა. ხელნაკეთი საფრენი აპარატი გაშვებიდან მალევე ჩამოვარდა.
ზოგადად, ჰიუზის მთავარი მიზანი დედამიწის შორიდან გადაღება იყო, რომ დაემტკიცებინა დედამიწა ბრტყელია.