Twitter 24 საათში გაქრობად „სთორებს“ ტესტავს – აღნიშნულის შესახებ სოციალური ქსელის ბრაზილიური ოფისის ტვიტიდან ვიგებთ. სოციალური ქსელი ფუნქციას ბრაზილიელ მომხმარებელზე ტესტავს და თუ დღეს ინსტაგრამის ამ ფუნქციას Stories-ის სახელით ვიცნობთ, ტვიტერისთვის 24 საათიანი პუბლიკაციების სახელი Fleets-ია.
ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია, თუმცა ტვიტერის Fleets-ები, ფეისბუკისა და ინსტაგრამის მსგავსად, სიახლეების ზოლის დასაწყისში შეგვხვდება