სამი წლის წინ Kickstarter-ზე წამოწყებულმა პრეოქტმა, რომლის მიზანიც იყო ერთ დროს საკულტო კომპიუტერის ZX Spectrum-ის აღორძინება, შედეგები გამოიღო და უკვე ხელმისაწვდომი გახდა პირევლი მერცხლებიც. კომპიუტერის გარეგნული მხარე ორიგინალური მოწყობილობის შემქმნელმა დიზაინერმა დიკ დიკსონმა გააკეთა.
ეს მანქანა ჯერ კიდევ 2018 წელს უნდა გამოსულიყო, მაგრამ პირველი მოწყობილობები 3 წლის დაგვიანებით, 2020 წლის 6 თებერვალს გამოვიდა.
კომპიუტერს ZX Spectrum Next-ს აქვს ჩაშენებული Z80 პროცესორი, 1 მეგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, რომელიც 2 მეგაბაიტამდე ფართოვდება, აპრატული სპრაიტები, 256-ფერიანი გამოსახულება RGB/VGA/HDMI პორტებიზე დასამი აუდიო ჩიპი AY-3-8912. გაფართოების საშუალებად შეგიძლიათ გამოიყენოთ Raspberry Pi Zero.
კომპიუტერს შეუძლია Spectrum-ის ნებისმიერი ორიგინალური ვერსიის ემულაცია, ასევე აქვს დამატებები, რომელიც ქომიუნითის მიერ არის შექმნილი წლების განმავლობაში, როგორიცაა SD ბარათებიდან თამაშების გაშვება, გაუმჯობესებული პროცესორი, უფრო მეტი მეხსიერება და გაუმჯობესებული გრაფიკა.