SPACE გერმანიის ბაზარზე შედის

თიბისის პირველი ქართული ნეობანკი – SPACE გერმანიის ბაზარზე შედის.

თიბისი ნეობანკინგის პლატფორმას აფართოებს. საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკი – Space გერმანიის ბაზარზე შედის, რაც ქვეყანაში სტარტაპერებისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის და გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მომხმარებლებს საბანკო ოპერაციების შესრულებას გაუმარტივებს.

Space ერთ-ერთ გერმანულ ბანკთან პარტნიორობით, მომხმარებელს ყოველდღიურ საბანკო პროდუქტებთან და სერვისებთან ერთად, დაკრედიტებას, ფულად გზავნილებს, საერთაშორისო კომუნალურ გადახდებს შესთავაზებს. სფეისის მომსახურების მიღება სხვადასხვა ენაზე იქნება შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *