Apple 1.2 მლრდ. დოლარით დაჯარიმდა

საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Apple 1.2 მლრდ. დოლარით დააჯარიმა. როგორც ირკვევა, კომპანია თავის ეკონომიკურ ბერკეტებს აიფონების, მაკბუქებისა და სხვა მოწყობილობების გადამყიდველთა წინააღმდეგ ბოროტად იყენებდა.

გიგანტ კომპანიასთან ერთად, Apple-ის პროდუქციის ორი უმსხვილესი მოვაჭრე – Tech Data და Ingram Micro ასევე დაჯარიმდნენ ჯამში 156 მილიონი დოლარით.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის შესაბამისმა სამსახურმა ერთი წლის წინ კომპანია Google-საც დაუწესა 166 მილიონი დოლარის მოცულობის ჯარიმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *