კომპანია AMAZON-მა 100 ათასი ახალი ვაკანსია გამოაცხადა. შერჩეული კანდიდატები ამერიკის შეერთებული შტატებში განლაგებულ Amazon-ის საწყობებში დასაქმდებიან და მომხმარებლებისთვის შეკვეთილი საქონლის დროულად მიწოდებას უზრუნველყოფენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანიის საიტზე განთავსებულ პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ Amazon-მა პერსონალის ნაწილს პანდემიის დასრულებამდე სახლიდან მუშაობის ნება დართო.