ევროპაში შესაძლოა Netflix დროებით გათიშონ. გამომდინარე იქიდან, რომ კარანტინის პირობებში ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს ინტერნეტს, ხშირად პრობლემები წარმოიქმნება.ევროკომისიამ და ევროპული რეგულაციების სამსახურმა (BEREC) შეიმუშავეს სპეციალური საკონტროლო მექანიზმი, რომლის საშუალებითაც დააკვირდებიან და იზრუნებენ ხარისხიან ინტერნეტ-კავშირზე. აღსანიშნავია, რომ რეგულაციების პირობები Netflix-ზეც გავრცელდება, რის შედეგადაც ამ ინტერნეტ-ტელევიზიის მაუწყებლობა შესაძლოა დროებით შეწყდეს.