ონლაინ გამოცემა Intercept-ის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, TikTok “ცდილობდა, რომ უშნო, ღარიბი და შშმ მომხმარებლების ვიდეოები გაეფილტრა”.
დოკუმენტების თანახმად, მოდერატორებს ზუსტად ჰქონდათ განსაზღვრული, თუ რა სახის ვიდეოები უნდა წაეშალათ, რათა ისინი მომხმარებლებს თვალში არ მოხვედროდათ. მასალებში ვკითხულობთ: მომხმარებლები, რომლებსაც აქვთ “ნორმიდან გადახრილი სხეულის ზომა (ჯუჯობიდან აკრომეგალიამდე)”, ვინც არის “მსუქანი ან მეტისმეტად გამხდარი”, ან ვისაც “უშნო სახის ნაკვთები ან დეფორმაციები აქვს”, უნდა წაიშალოს.
TikTok-მა 2019 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ გარკვეულ ვიდეოებს შლიდა, რათა მომხმარებლები ბულინგის მსხვერპლები არ გამხდარყვნენ.