Google-ია და YouTube-მა შექმნეს ახალი სერვისები, ონლაინ გვერდების სახით, რომლებიც მასწავლებლებსა და მოსწავლეთა ოჯახებს დაეხმარება, რომ მოსწავლეებს სახლის პირობებში მისცენ განათლება, მანამ, სანამ ისინი სახლში იმყოფებიან პანდემიისგან შექმნილი ვითარების გამო.
Google-ის ვებ-გვერდი, სახელად Teach From Home (ისწავლე სახლიდან) მასწავლებლებს სთავაზობს რეკომენდაციებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, Google-ის პროდუქტების გამოყენებით. YouTube კი მომხმარებელს სთავაზობს სერვისს – Learn@Home , რომელშიც კატალოგიზირებულია ის ძირითადი საგანმანათლებლო არხები, რომელთა ყურებაც მოსწავლეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ.