“სილიკონის ველის” გიგანტი კომპანიის, Facebook-ის სოციალური ქსელის მომხმარებელთა რიცხვი კრიტიკულად გაზარდა.
მხოლოდ აპლიკაციით განხორციელებული სატელეფონო ზარების რაოდენობა უკვე გაორმაგებულია. შეტყობინებების გაგზავის მაჩვენებელი 50%-ით გაიზარდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშიც. იტალიის რეგიონში სოციალური ქსელის საშუალებით განხორციელებული ჯგუფური ზარების რაოდენობა კი, არც მეტი, არც ნაკლები – 1000%-ით გაიზარდა.
კომპანიის აღმასრულებელმა მენეჯერმა, მარკ ზაკერბერგმა განაცხადა, რომ ეს ნამდვილად არის დიდი ტექნიკური გამოწვევაა და ამისთვის უკვე ემზადებიან კომპანიაში.