თიბისიშენთვის ფარგლებში, 6 უნივერსიტეტისთვის ლეპტოპები შეიძინეს – თიბისის პარტნიორმა სასწავლებლებმა – GIPA-მ, ასევე თავისუფალმა, კავკასიის, ევროპის, ქართულ-ამერიკულმა და შავი ზღვის უნივერსიტეტებმა 161 სტუდენტი შეარჩიეს. შემდეგ თიბისიმ 6 პარტნიორ უნივერსიტეტს 161 ლეპტოპი უკვე გადასცა, რომლითაც შერჩეული სტუდენტები სწავლის დასრულებამდე ისარგებლებენ.
პროექტი – #თიბისიშენთვის საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად შეიქმნა და ის COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად თიბისის ინიცირებულ სხვადასხვა პროექტს და პარტნიორებთან კოლაბორაციებს გააერთიანებს.