Google-მა პოდკასტების თავისი აპლიკაცია iOS-ზეც გაუშვა და, რაც მთავარია — ის უფასოდაა ხელმისაწვდომი. როგორც ცნობილია, ტექნოლოგიურმა გიგანტმა აპლიკაცია ანდროიდისთვის ჯერ კიდევ 2018 წელს შექმნა. პოდკასტების მოსმენა ინტერნეტში შესაძლებელი იყო, თუმცა ამისდა მიუხედავად, არ არსებობდა მისი ვებგვერდი. გასულ თვეს Google-მა ვებგვერდი შექმნა, ახლა კი აპლიკაცია iOS-ზეც გაუშვა.