iOS და Android პლატფორმებს შორის ომი არა მხოლოდ ფუნქციონალის მხრივაა გაჩაღებული, არამედ აპლიკაციიების ნაწილიც არის აქტიურად ჩართული. სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი პოპულარული უტილიტა, Apple-მა Google-ზე ადრე შეიძინა.
აპლიკაცია Dark Sky ჯერ კიდევ 2011 წელს წარმოადგინეს და ის ამინდის ზუსტი მონაცემების ჩვენებითაა გამორჩეული. მას შეუძლია წვიმის დაწყებისა და შეწყვეტის დროების ჩვენება წუთობრივი სიზუსტით და მომხმარებლებს შტორმის ფრონტის მოახლოებას აჩვენებს რეალურ დროში. პროექტის რეალიზაცია ორმა ენუთზიასტმა 2015 წელს განავითარა და კომპანია Applied Invention-მა ამინდის მონაცემების მიწოდება სხვა აპლიკაციებისთვისაც დაიწყო.
თავიდან პროგრამა Apple App Store-ში გამოვიდა, ხოლო მოგვიანებით Google Play-ში. აუდიტორიის დიდი ნაწილი Android-ის და Wear OS-ის მომხმარებლები არიან, სერვისის ყიდვისთანავე კომპანია Apple-მა შეწყვიტა აღნიშნული პლატფორმების მხარდაჭერა. Dark Sky-ის დამფუძნებლის განცხადებით აპლიკაცია აღარ არის ხელმისაწვდომი Google-ის პალიკაციების მაღაზიაში, ხოლო დარეგისტრირებული მომხმარებლების მხარდაჭერა 2020 წლის ივლისში შეწყდება.
პრემიუმ მხარდაჭერის მფლობელები, რომლებისთვისაც მხარდაჭერის ვადა უფრო გვიან იწურება, მიიღებენ კომპენსაციას. ამავდროულად Android-დან შეწყდება სერვისის ბრაუზერული ვერსიის მხარდაჭერაც, რომელიც მხოლოდ iOS-ის მომხმარებლებისთვის დარჩება ხელმისაწვდომი.