Redmi Band – ყველაზე ხელმისაწვდომი ჭკვიანი ბრასლეტია Xiaomi-ს მოწყობილობებს შორის. ის არ შედგება კაფსულისა და შეცვლადი სამაჯურებისგან და ახლა ის ერთიანი კოსტრუქციის სახითაა წარმოდგენილი, თუმცა ასარჩევად არის შავი, ლურჯი, წითელი და ნაცრისფერი ვერსიები.
მას აქვს 1,08 დიუმიანი ფერადი ეკრანი 72 წინასწარ გამზადებული ციფერბლატით. უფრო ძვირ Mi Band 4-ისგან განსხვავებით მას ნაკლები ავოტონომიურობა აქვს და ერთი მუხტით ის ორ კვირამდე გაგვიძლებს. პლიუსად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ მისი დამუხტვა USB პორტითაა შესაძლებელი, რომელიც ნებისმიერი დამტენი მოწყობილობიდან შეიძლება გამოვიყენოთ.
დანარჩენი მონაცემებით ის ჩვეულებრივი ჭკვიანი სამაჯურია, რომელიც აჩვენებს დროს, შეტყობინებებს სმარტფონიდა, თვალს ადევნებს ფიზიკურ აქტივობებს და იწერს პულსს. მთელი ინფორმაცია სმარტფონს Bluetooth-ით გადაეცემა.
ჩინეთში Redmi Band 99 იუანი ღირს, რაც მიმდინარე კურსით 40-45 ლარის ფარგლებშია. წინასწარი შეკვეთები 9 აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი.