კომპანია Apple-მა Withings-ის მოწყობილობების გაყიდვები შეაჩერა, რომელიც Apple Store-ში იყო ხელმისაწვდომი. AppleInsider-ის ცნობით ეს Nokia-თან საპატეტო ომის ფარგლებში გაკეთდა. ინტერნეტ მაღაზიის ასორტიმენტიდან ამოღებულ იქნაბ Body Cardio Scale და Smart Body Analyzer, ასევე წნევის საზომი Wireless Blood Pressure Monitor. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს საპასუხო ზომები Apple-მა მის წინააღმდეგ წამოწყებული საპატენტო სარჩელების საპასუხოდ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ Nokia მათ 32 პატენტის დარღვევაში ადანაშაულებს და სასამართლო პროცესი ამერიკის და გერმანიის სასამართლო ინსტანციებში გაიმართება. საუბარია ეკრანების, პროგრამული უზრუნველყოფის, სამომხმარებლო ინტერფეისის, ვიდეო კოდირების და ჩიპსეტების წარმოების ტექნოლოგიებზე, რომლის მფლობელი Nokia ამბობს, რომ Apple-ს უკვე დიდი ხანია ამ პატენტების გამოყენებისთვის აუცილებელი თანხები არ გადაუხდია.