Lenovo-ს ნოუთბუქები ცნობილია საფირმო კლავიატურით, რომელშიც ტრეკპოიტნია ინტეგრირებული, რითაც საკმაოდ ადვილად ხდება კომპიუტერის მართვა მოუსის გარეშე. ახლა უკვე ამ შესაძლებლობით დესკტოპებისადა ანდროიდ ტელევიზორების მომხმარებლებიც შეძლებენ. კომპანიამ წარმოადგინა უკაბელო კლავიატურა ThikPad TrackPoint II, რომელიც ნებისმიერ კომპიუტერთანაა თავსებადი.
კლავიატურა კომპიუტერს Bluetooth ან სპეციალური USB მიმღების საშუალებით უკავშირდება. შესაძლებელია ერთდროულად ორ მოწყობილობასთან კავშირი Microsoft Swift Pair ტექნოლოგიის საშუალებით. 84-ღილაკიანი აქსესუარი მაკრატლის მექანიზმით და 10 მილიონი დაჭერის რესურსით თავსებადია Windows 7-10, Mac OS და Android მოწყობილობებთან.
მწარმოებელი ამბობს, რომ აკუმლატორის ერთი მუხტი მას 2 თვის განმავლობაში ეყოფა, ხოლო 15 წუთი დამუხტვა ერთ კვირამდე გეყოფათ. გათვალისწინებულია ტექსტის შეყვანა ცუდი მხედველობის მომხმარებლებისთვისაც და კლავიატურაზე ამისთვის სპეციალური მონიშვნებია დატანილი.
სიახლის ზომებია 306 х 164 х 14 მმ, წონა 490 გრამია. აქსესუარი უკვე იყიდება და მისი ფასი 99 დოლარია.