საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ხუთშაბათს, 2020 წლის 7 მაისს, თბილისის დროით 16:30-18:00 საათზე გამართავენ გლობალური მეწარმეობის შეხვედრას Webex-ის პლატფორმის მეშვეობით.
ვებინარის ჩანაწერი დაიდება USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის Facebook გვერდზე.
სესიას პირდაპირ ეთერში წარუძღვებიან DAI გლობალის მეწარმეობის გურუები ზაკი რაჰემი და დაგ მაკლეინი, რომლებიც პრაქტიკულ სანავიგაციო რჩევებს მიაწოდებენ მეწარმეებს COVID-19 კრიზისის ჟამს.